დესერტი, რომელიც თქვენს ტკბილ სუფრას შეცვლის
ქართულ დღესასწაულებზე ხშირად იჩენს თავს ფორთოხალი და გარგარის ჩირი, მაგრამ ისინი ერთად თითქმის არასოდესაა. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ მათი გემოების მიქსტურა კლასიკად ითვლება და ძალიან ბევრი რეცეპტის სათავეს წარმოადგენს. დღეს ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეცეპტიც ზუსტად მათი შეზავებითაა შექმნილი და დარწმუნებული ვართ თქვენი სუფრის ვარსკვლავი გახდება.
ჩიზკეიკის ბატონი გარგარის ჩირითა და ფორთოხლით თქვენს ტკბილ სუფრას ხალისს შემატებს, ის თითქმის ერთი კვირა ინახება მაცივარში და რამდენიმე კვირა საყინულეში, რაც საშუალებას გაძლევთ ის წინასწარ გაამზადოთ და საჭირო დროს მიიტანოთ სუფრასთან. ამასთან არაა გამორიცხული ის ოჯახის ფავორიტიც გახდეს.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა ფქვილი
- ¼ ჭიქა შაქარი
- 1/3 ჭიქა + 1 სუფრის კოვზი კარაქი
- 1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
ინგრედიენტები ჩიზკეიკის შიგთავსისთვის
- 1 ჭიქა კრემ ყველი
- ½ ჭიქა შაქარი
- 1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1 კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი წვრილად გახეხილი ფორთოხლის კანი
- ¾ ჭიქა დაჭრილი გარგარის ჩირი
ინსტრუქციები
- დააბლენდერეთ ფქვილი, ვანილი, შაქარი და კარაქი სანამ ფხვიერ მასას მიიღებთ
- ნახევარი ჭიქა ფხვიერი მასა შეინახეთ მოგვიანებით გამოსაყენებლად
- დანარჩენი ფხვიერი მასისა დაპრესეთ ძირში ჭინასწარ გამზადებულ 20 სმ X 20 სმ ჟარუნაში საცხობ ქაღალდზე
- ფხვიერი მასა 180 ცელსიუს გრადუსზე გამოაცხვეთ 15 წუთით, გამოიღეთ ღუმელიდან და აცადეთ გაგრილება, ამასობაში კი ჩიზკეიკის შიგთავსის მოამზადებაზე გადავიდეთ.
- ათქვიფეთ ერთად კრემ ყველი, შაქარი, ლიმონის წვენი და ვანილის ექსტრაქტი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ
- დაამატეთ კვერცხი ფორთოხლის გახეხილი კანი და გარგარის ჩირის ნაჭრები, და კიდევ ათქვიფეთ
- გაანაწილეთ თანაბრად ჩიზკეიკის შიგთავსი უკვე გამომცხვარ ფხვიერ ძირზე, და თავზე შემონახული ფხვიერი მასა მოაყარეთ.
- გამოაცხვეთ ღუმელში 160 გრადუსზე 20 წუთით და აცადეთ გაგრილება დაჭრამდე
- მაცივარში შეინახეთ დალუქულ კონტეინერში. გაყინვაც შეიძლება.
გემრიელად მიირთვით!