ენერგიის მომცემი პატარა ნუგბარი რომელიც ნაყიფიერი დღის დაწყებაში დაგეხმარებათ ყოველთვის სასურველია, განსაკუთრებით, მაშინ როცა ეს ნუგბარი გეხმარებათ წონის ოპტიმალურ დონეზე დაყვანასა და შენარჩუნებაში და ამასთან ძალიან გემრიელია და მოსამზადებლად უმარტივესი.
მის მოსამზადებლად მხოლოდ ბლენდერი დაგჭირდებათ, არ უნდა გამოცხობა და მაცივარში მშვენივრად ინახება.
ამასთან ძალიან კარგი ტექსტურა აქვს და აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი წასახემსებელი.
რათქმაუნდა მოცემულ რეცეპტსაც უამრავი ვარიაცია აქვს, რაც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ერთ-ერთი პოპულარული ინგრედიენტი მოცემული რეცეპტისთვის ქიშმიშია, რომელიც ბურთულების გაკეთებას მარტივს ხდის რადგან მას წებოვნებას ანიჭებს, თუმცა ჩვენ მოცემულ რეცეპტში მას არ ვიყენებთ, რადგან ის ძალიან ტკბილია და შოკოლადთან ერთად ბევრისთვის არცთუ ისე საყვარელია. თუმცა თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და თქვენთვის ოპტიმალური ნაზავი იპოვნოთ. გარდა ქიშმიშისა ასევე ხშირად უმატებენ სხვა ხილის ჩირებსაც, მარწყვის ან გარგარის ჩირი ასევე პოპულარულია ამ ნუგბარისთვის. თუმცა რეცეპტი რომელსაც გთავაზობთ არაფრით ჩამოუვარდება მის სხვა ვარიაციებს.
ინგრედიენტები
მოცემული ინგრედიენტების პროპორციები 30 ცალი ენერგეტიკული ბურთულას გაკეთების საშუალებას გაძლევთ
ინსტრუქციები
გემრიელად მიირთვით!