ამბობენ, რომ ყველაფერი სასარგებლო გემრიელი არაა და ყველაფერი გემრიელი არ არის სასარგებლო. ეს კი პრობლემაა რომელიც ყველაზე მეტად ბავშვების ჯანსაღი კვების რაციონს ვნებს, რადგან ბავშვები გემოებისა და ტექსუტურების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარები არიან და კომპრომისებზეც იშვიათად მიდიან. ამიტომ გთავაზობთ დესერტს, რომელიც საუკეთესოა საუზმისათვის და ერთ-ერთ უგემრიელეს წასახემსებლადაა მიღებული როგორც ზრდასრულებისთვის ისე ბავშვებისთვის, ამასთან საოცრად სასარგებლო ჯანსაღი და მარტივად მოსამზადებელია.
თავად დესერტი ინგლისურად „overnight oat”-ის სახელითაა ცნობილი, რაც ქართულად დაახლოებით როგორც „ღამის შვრია“ ითარგმნება, თუმცა ჩვენ მას შვრიის დესერტს დავუძახებთ. ის მაცივარში დაახლებით 1 კვირა ინახება.
მთავარ ინგრედიენტებს შეადგენენ შვრიის ფანტრელები და მაწონი.
შვრიის ფაფა ნაციონალურ კერძად ითვლება ინგლისში, მაგრამ თავისი სარგებლიანობის გამო მთელს მსოფლიოში მოიხმარება. დიეტოლოგები ტყუილ-უბრალოდ არ ადიდებენ შვრიის ფაფას – ის ყველაზე სასარგებლო საუზმის სახეობაა და ეფექტურად ეხმარება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას. ყველაზე უბრალო შვრიის ფაფაც კი, დამზადებული წყალზე უზრუნველყოფს ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებებს. მაგრამ, შვრიის ფაფას სტაბილურად ვერ იხმარენ ისინიც, კი ვინც განსაკუთრებულად ზრუნავს თავის სხეულზე. ამიტომაც, ახალი ხერხით გთავაზობთ ძალიან სასარგებლო მაგრამ არც ისე გემრიელი საუზმის გადახალისებას.
შვრიის დესერტი სრულიად განსხვავდება შვრიის ფაფისგან, ის ცივად იჭმევა, სრულიად სხვა ტექსტურა და გემოები აქვს და მასში ანტიოქსიდანტების და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობაც სრულიად განსხვავებული და მეტად სასარგებლოა ვიდრე შვრიის ფაფისა. მისი კონსისტენცია პუდინგს უფრო ჰგავს და ამიტომ ბავშვებისთვისაც უფრო მისაღებია.
მოცემული დესერტის უნივერსალური ინგრედიენტია ბერძნული იოგურტი, თუმცა ის საქართველოში არც ისე ხელმისაწვდომია, მას იდიალურად ანაცვლებს მაწონი, რომელიც საქართველოში თითქმის ყველა ოჯახშია და ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე ორიგინალური ინგრედიენტი.
დესერტის სხვა ინგრედიენტებში კი თავისუფალი ხართ ვარიაციები თავად გააკეთოთ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტებით. ამასთან არცერთი ინგრედიენტი სავალდებულო არაა ზემოთ ხსენებულის გარდა. თუმცა აქვე მაგალითად მოვიყვანთ ერთ-ერთ პოპულარულ რეცეპტს.
ბანანისა და მარწყვის შვრიის დესერტი
დესერტის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
მომზადების წესები:
გემრიელად მიირთვით!