უნიქარდი

"სმარტი" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც უნიქარდის მრავალმხრივი გამოყენების სერვისი დანერგა საქართველოში. "სმარტში" უნიქარდის გამოყენებით თქვენ სამმაგ სარგებელს იღებთ:

  1. აგროვებთ ქულებს შესყიდული პროდუქტებიდან;
  2. დაგროვებული ქულებით იძენთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პროდუქტს;
  3. ამოწმებთ თქვენი ბარათის ბალანსზე არსებულ ქულებს.

მხოლოდ "სმარტში" - თუ თქვენ შემთხვევით გაკლდებათ თანხა დაგეგმილ საყიდლებზე ან უბრალოდ, გსურთ დაზოგოთ საკუთარი ბიუჯეტი, გამოიყენეთ უნიქარდი, ადგილზე  გაანაღდეთ დაგროვებული ქულები და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ უნიქარდი, მისი აღება "სმარტის" ნებისმიერ სუპერმარკეტში შეიძლება. თქვენ ადგილზე მიიღებთ ბარათს და გაეცნობით ქულების დაგროვებისა და მათი გამოყენების უმარტივეს პროცედურას.

ყოველ დახარჯულ 10 ლარზე დააგროვეთ 1.5 ქულა